Gucci-ს ახალი ლოგო აქვს, რომელიც ბავშვის დაწერილს ჰგავს

მსოფლიო მოდის ერთ-ერთმა წამყვანმა ბრენდმა Gucci ლოგო განაახლა. განახლებული ლოგო ბავშვის დაწერილს გავს, შესაბამისად, საზოგადოებაში ამას აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოყვა.

ამჟამინდელი ლოგო სრულიად განსხვავებულია წინამორბედისგან.

კომპანიამ სამი დღის წინ Facebook გვერდზე ახალი ლოგო ატვირთა. ლოგოსთან ერთად კი პოსტებიც გამოჩნდა, რომელიც იგივე ხელნაწერით ახალი კოლექციის გამოსვლას აანონსებდა.

ლოგოს ცვლილების მიზეზი კოლექცია “Rave Like You Are Five” სახელდება, რომელიც ბავშვების დაბადების დღეებით არის ინსპირირებული.