Spotify-მ ახალი ფუნქცია წარმოგვიდგინა, რომელიც თქვენი შინაური ცხოველისთვის ფლეილისტებს დაამზადებს.
მომხმარებელი 5 ცხოველიდან (იგუანა, კატა, ფრინველი, ძაღლი და ზაზუნა) ერთ-ერთს აირჩევს და სპოტიფაის მიერ დასმულ რამდენიმე კითხვას უპასუხებს.
შემდგომ უკვე გენერატორი ეცდება ის სიმღერები აარჩიოს, რომლებიც მომხმარებელს მოეწონება, ხოლო სიმღერების ხასიათი, მრავალფეროვნება და სიჩქარე მომხმარებლის ცხოველის ხასიათის მახასიათებლებს დაემთხვევა.