ჩინეთში ბებიამ შვილიშვილი კატის გადასარჩენად მეხუთედან მეოთხე სართულზე თოკით ჩაუშვა. მეხუთე სართულიდან გადმოკიდებულ, თოკზე მობმულ ბავშვს ბებიამ დაავალა, რომ სართულებს შორის გაჭედილი კატა ჩანთაში ჩაესვა და სახლში ამოეყვანა.
7 წლის ჰაო ჰაო ბებიასთან და ბაბუასთან იზრდება.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ ბებია გააკრიტიკეს, მაგრამ ქალი ამბობს, რომ ის ვერ ხვდებოდა, რომ მის შვილიშვილს საფრთხე ემუქრებოდა აივნიდან თოკით ჩაშვებისას.