Victoria’s Secret-ში დიდი ცვლილებებია (ფოტო)

Image may contain: 9 people, people standing and text

სულ რამდენიმე თვის წინ  Victoria’s Secret-ის ისტორიაში პირველად პლუს ზომის მოდელი თეთრეულის კამპანიისთვის გადაიღეს. ახლა კი, გავრცელდა ფოტო ვიქტორია სეკრეტის ახალი კამპანიიდან, რომელზეც ვხედავთ განსხვავებული გარეგნობის, რასისა და ზომის მოდელებს. ეს ვიქტორია სეკრეტს არასდროს ახასიათებდა. 

გამხდარი სხეული, ქერა თმა, ცისფერი თვალები – Victoria’s Secret-ის შოუში და კატალოგში დამტკიცებული გოგონების უმრავლესობა ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდა.  2018 წელს ედ რაზეკმა VOGUE-სთან სკანდალურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პლუს ზომის ქალების ადგილი ვიქტორია სეკრეტში არ არის. თუმცა დრო მიდის, სამყარო იცვლება, ინდუსტრიებმა კი მას ფეხი უნდა აუწყონ. ეს ასე არ მოხდა Victoria’s Secret-ის შემთხვევაში, ბრენდი უარს ამბობდა დიდი ზომის, ტრასგენდერ, ფერადკანიან და განსხვავებული იმიჯის მქონე მოდელებზე. შოუზე მხოლოდ ქერათმიან, ცისფერთვალება, თეთრკანიან გოგონებს იყვანდნენ, რაც დღევანდელ საზოგადოებრივ მოთხოვნებს მოდის ინდუსტრიაში ვეღარ ერგება. სწორედ ამიტომ (და ბევრი სხვა მიზეზიდან გამომდინარე) 2019 წლის შოუ გაუქმდა. 2018 წლის შოუმ კი სრული მარცხი განიცადა, რადგან შოუს ბრენდის ისტორიაში ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა. 

მას შემდეგ, რაც Victoria’s Secret-ში ღიად დაიწყეს პრობლემებზე საუბარი, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბრენდი გეგმავს თავისი სარეკლამო და მარკეტინგული კამპანია სრულებით შეცვალოს და მომხმარებლებს განსხვავებული Victoria’s Secret-ი შესთავაზოს. 

დღეს კი ჩვენ ამის მომსწრეები გავხდით.