guinnessworldrecords.com წერს, რომ მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი. როგორც ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები არქეოლოგებმა თბილისიდან სამხრეთით, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში აღმოაჩინეს. დიდი ალბათობით 8.000 ათასი წლის წინათაც ქართველები საღვინე ჭურჭლად ქვევრს იყენებდნენ.
ამ აღმოჩენამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი ითვლებოდა, რომელიც, როგორც მეცნიერები ამბობენ, 7. 000 წლის წინანდელია.