ამსტერდამში ქალაქის მუნიციპალური საკრედიტო ბანკი სტუდენტების დავალიანებებს რესტრუქტურიზაციას გაუკეთებს – ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს. საცდელი პროექტის თანახმად, დავალიანების შესაძენად მუნიციპალურ საკრედიტო ბანკს მოლაპარაკებები ექნება კრედიტორებთან. მუნიციპალურ ბანკში დავალიანების გადასახდელად კრედიტორებს 750 ევრო გადაეცემათ.
”სესხები დიდ სტრესს იწვევს. დავალიანებები ხშირად ახალგაზრდების მომავალს განსაზღვრავს, ”- ამბობს ამსტერდამის მერის მოადგილე, მარჯოლინ მორმანი The Guardian-თან ინტერვიუში. ”ამ ახალგაზრდების უმრავლესობამ დავალიანება აიღო და ცუდი იღბალის, ან გარკვეული ცოდნის არ ქონის გამო აღმოჩნდა მძიმე სიტუაციაში. ჩვენ ახლა მათ დახმარებას ვგეგმავთ. ”
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამსტერდამში მცხოვრები, 18 – დან 34 წლამდე ასაკის ადამიანების ერთ მესამედს (34%) სესხი აქვს. ნიდერლანდებში 2015 წლიდან 2019 წლამდე სტუდენტთა საშუალო დავალიანება 12,400 ევროდან 13,700 ევრომდე გაიზარდა. 388000-დან და 1.4 მილიონმდე გაიზარდა ასევე სტუდენტური დავალიანების მქონე პირთა რიცხვი.