2019 წელს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ამერიკის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და ოკეანეებისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, 2019 წელს დეკადის, რიგით მეორე,  ყველაზე ცხელი წელიწადის სტატუსი მიენიჭა.

ტემპერატურის მონაცემები ოფიციალურად, 1880 წლიდან აღირიცხება. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ცხელი ხუთი წელიწადი სწორედ 2015 წლის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით აღირიცხა. 

 მეცნიერების განცხადებით, კლიმატური ცვლილებების შედეგებს, კაცობრიობა რეალურ დროში, რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით ხედავს.