52 წლის შემდეგ, ბალენსიაგას მოდის სახლი ოტ კუტიურ კოლექციების შექმნას იწყებს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 52 წლის შემდეგ, ბალენსიაგას მოდის სახლი ოტ კუტიურ კოლექციების შექმნას იწყებს.

დემნა გვასალიას განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გვასალია ოტ კუტიურს ბალენსიაგას საფუძვლად მიიჩნევს და ამიტომ სურს დააბრუნოს. 

ცნობილია, რომ ბრენდმა ოტ კუტიურისთვის დამოუკიდებელი გუნდი და სტუდია შექმნა, რომელიც პარიზში კრისტობალ ბალენსიაგას ატელიეს მისამართზე მდებარეობს.