Google ამინდის მყისიერ პროგნოზირებაზე მუშაობს

ამინდის მყისიერი პროგნოზირებისათვის, GOOGLE ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს, რომელიც ამინდის ზუსტად და, რაც მთავარია, თითქმის მყისიერად პროგნოზირებას შეძლებს.

პროექტი საწყის ეტაპზეა და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეტაპამდე განვითარდება ის, თუმცა ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ხელოვნურმა ინტელექტმა მოსალოდნელი წვიმის პროგნოზი მითითებულ დროზე 6 საათით ადრე ამცნო მათ.

სრულყოფილი ალგორითმი, ამინდის ზუსტი პროგნოზის გამოთვლას დაახლოებით ერთ წუთს მოანდომებს.