ინგლისის სკოლებსა და კოლეჯებში ჰიგიენური საშუალებები უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი

ინგლისში, სახელმწიფო სკოლებსა და კოლეჯებში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მენსტრუალური ჭიქები, ჰიგიენური საფენები და ტამპონები სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ამისთვის თანხა განათლების დეპარტამენტმა გამოყო.

a period piece  periods illustration graphic design line art female women

იმისდა მიუხედავად, რომ ტამპონების, მენსტრუალური ჭიქის და ჰიგიენური საფენების ყიდვა ნებისმიერ აფთიაქში ან მაღაზიაშია შესაძლებელი, ბევრ ქალს/გოგონას ხელი არ მიუწვდება პერიოდის დროს ამ საშუალებებზე. ინგლისშიც სახელმწიფოს გეგმას სწორედ ეს წარმოადგენს, რომ გახდეს გოგონებისთვის ჰიგიენური საშუალებები სრულიად უფასოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით ხელმისაწვდომი. განათლების დეპარტამენტის (DFE) მიხედვით, ეს სქემა შეიმუშავეს მენსტრუაციის ირგვლივ არსებული სტიგმების გასაქარწყლებლად და ცნობიერების ასამაღლებლად.

მსგავსი სქემა პირველად შოტლანდიაში შემოიღეს, რადგან, როგოც გამოკითხვითა და კვლევებით დადგინდა, ოთხიდან ერთ მოსწავლეს უჭირდა ტამპონებისა და საფენების შეძენა.