ტესლას მანქანები თვითნებურად ჩქარდებიან – მომხმარებლები კომპანიას უჩივიან

Reuters-ის ინფორმაციით,  ტესლას მანქანები მოულოდნელად, უეცრად იწყებენ მოძრაობას. საუბარია 500 000 მანქანზე, რომელზეც, როგორც პარასკევს აშშ-ს ავტომაგისტრალების უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციამ (NHTSA) განაცხადა, გავრცელებულ საჩივრებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას განიხილავენ.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია ტესლას მანქანების მწყობრიდან გამოსვლის გამო სდებენ ბრალს. 2018 წლის ნოემბერში ტესლას იგივე პრობლემა ჰქონდა.
ავტოპილოტის გამოყენების დროს ავარიების არაერთი ჩანაწერი არსებობს, რამდენიმე ასეთი შემთხვევა ფატალურადაც დასრულდა.