And Then We Danced შვედეთის კინოდაჯილდოების მთვარი ტრიუმფატორია

შვედეთის კინოდაჯილდოებაზე ლევან აკინის ფილმმა And Then We Danced რამდენიმე ნომინაციაში, მათ შორის – საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში გაიმარჯვა. 

The Guldbagge Awards შვედეთის მთავარი კინოდაჯილდოებაა, რომელსაც შვედეთის ფილმის ინსტიტუტი 1964 წლიდან ატარებს. 2020 წლის 20 იანვარს გამართული ცერემონია ამ კინოდაჯილდოებისთვის 55-ე იყო.