NY Times: სახის ამომცნობი სისტემის ბაზაში 3 მილიარდზე მეტი ფოტოა

The New York Times ამჯერად ყურადღება სახის ამომცნობ პროგრამებზე ამახვილებს და ახალი ჟურნალისტური გამოძიებით მკითხველს ამცნობს, რომ სახის ამომცნობი სისტემის მიმართულებით მომუშავე ერთ-ერთი კომპანიის ბაზაში, სამ მილიარდზე მეტი ადამიანის ფოტოა თავმოყრილი.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული შედეგი FBI-ის ბაზის მონაცემებსაც კი აღემატება.

როგორც სტატიის ავტორი საკუთარ ნაშრომში წერს, აღნიშნული კომპანია უკვე თანამშრომლობს სამართალდამცავებთან.

ნიუ იორკ თაიმსი წერს, რომ სახის ამომცნობ პროგრამებს მიეკუთვნება, ერთი შეხედვით, გასართობი აპლიკაციები, რომელთა გამოყენებით, საკუთარ პირად ფოტოებზე წვდომას ვაძლევთ სისტემას, შესაბამისად, გარეშე პირებს, რომლებიც შემდეგ ამ მონაცემებს ბაზაში ინახავენ.

ფოტოების მოპოვების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ Facebook სახელდება.