სილამაზის 10 ხრიკი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

თავის მოვლას დიდი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ ყველა ქალს სურს, რომ უმოკლეს დროში შესანიშნავად გამოიყურებოდეს და ეს შეუძლებელი სულაც არ არის. მთავარია, იცოდე ხრიკები, რომლებიც დაზოგავს თქვენს დროს, თანხას და რაც მთავარია, დაგეხმარებათ, ძალიან კარგად გამოიყურებოდეთ.

ცნობილი ვიზაჟისტები და დერმატოლოგები გვიზიარებენ თავიანთ შესანიშნავ და მარტივ რჩევებს, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს.

1. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის სახის კანისთვის უამრავი სარგებელის მოტანა შეუძლია. მის ნაყენს იყენებენ ფორების, ნაოჭების და გამომშრალი კანის წინააღმდეგ. ასევე, თუ სახეს მწვანე ჩაის ნაყენით დაიბანთ თქვენს კანს სასიამოვნო სურნელს მიანიჭებთ.

2. ნუშის ზეთი

ნუშის ზეთი წარმატებით დაამარცხებს აკნეს , მაგრამ ამავე დროს შესანიშნავი და იაფი ალტერნატივაა მაკიაჟის მოსაშორებლად.

3. ვაზელინი

წარბის ფორმა ძალიან დიდ გავლენას ახდენს გარეგნობაზე. სწორედ ამიტომ, თუ წარბები არ გემორჩილებათ ან ტალღოვანია, მცირე რაოდენობის ვაზელინის გამოყენებით ამ პრობლემას ადვილად მოაგვარებთ. წარბზე დაიტანეთ ცოტაოდენი ვაზელინი და შემდეგ წარბის ჯაგრისით მიეცით სასურველი ფორმა.

4. ქოქოსის ზეთი

თმა ყველა ქალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია, ხოლო მუდმივი შეღებვა, გასწორება და დახვევა ანადგურებს მას. დაბანის წინ თმის ძირებში წაისვით ქოქოსის ზეთი და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი. ქოქოსის ზეთი თმას კვებავს, ხდის მბზინვარეს და ჯანმრთელს.

5. ცივი წყალი

დერმატოლოგები გირჩევენ, რომ სახე კვირაში მინიმუმ ორჯერ ცივი წყლით დაიბანოთ, რადგან ცხელი წყალი ხსნის ფორებს, რომლებიც შემდეგ უფრო ადვილად ივსება ბაქტერიებით.

6. სრულყოფილი ტუჩები

ტუჩები რომ მუდმივად მოვლილად გამოიყურებოდეს, ერთმანეთში შეურიეთ შაქარი, ლიმონის წვენი და ქოქოსის ზეთი. მიღებული მასით დაიზილეთ ტუჩები, მოიშორეთ მკვდარი უჯრედები და შემდეგ წაისვით ტუჩსაცხი.

7. ტუჩსაცხის წასმა

თუ გსურთ, რომ ტუჩსაცხმა ხანგრძლივად გაძლოს ტუჩზე, დაიდეთ ხელსახოცი და ფუნჯის დახმარებით ზემოდან გადაისვით პუდრი.

8. ტანის სკრაბები

თუ არ გაქვთ დრო და საშუალება, რომ შეიძინოთ ძვირადღირებული სკრაბები, მისი მომზადება თავადაც შეგიძლიათ.  აიღეთ 4 ს/კ შაქარი, 3 ს/კ ზეითუნის ზეთი და თუ გსურთ შეგიძლიათ დაუმატოთ რაიმე ეთერზეთის წვეთი. შხაპის მიღებამდე ტანი ამ სკრაბით დაიზილეთ.

9. მუქი წრეების გაქრობა

ჩაშავებული თვალები ბევრი ადამიანის პრობლემაა, ამ პრობლემის გადასაჭრელად კი 5 წუთით საყინულეში მოათავსეთ ორი კოვზი და შემდეგ ისინი ნაზად მოათავსეთ თვალებზე რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

10. ლაკის მოსაშორებელი საშუალება

ხშირად, როდესაც მნიშვნელოვან მომენტში ლაქის მოსაშორებელი საშუალება არ გვაქვს, ის თავად შეგიძლიათ მოამზადოთ. ამისთვის კი მხოლოდ ლიმონის წვენი და ძმარია საჭირო.