229 სიტყვა 30 წამში – ემინემმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა

ემინემმა  ახალი რეკორდი დაამყარა. მის ახალ სიმღერაში Godzilla, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, რეპერი 30 წამში 229 სიტყვას რეპავს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გასულ კვირას ემინემმა ახალი ალბომში Music to be killed by გამოუშვა. 

ემინემის წინა რეკორდი 12 წამში 123 სიტყვის წარმოთქმა იყო. მისი 2013 წელს გამოსული სიმღერა Rap God კი სიმღერებში სიტყვების რაოდენობის მიხედვით გინესის რეკორდსმენია – სიმღერაში 1560 სიტყვაა.