ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი დაშორებიდან 4 წლის შემდეგ საერთო ბიზნესს იწყებენ

მიუხედავად იმისა, რომ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 2016 წელს დაშორდნენ, თუ ტაბლოიდებს დავუჯერებთ, ისინი საერთო მიზანმა, ამ შემთხვევაში კი ბიზნესმა გააერთოანა.

საქმე ფრანგულ შატოს Miraval-ს ეხება. Peoples-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიით ირკვევა, რომ ყოფილი წყვილი სულ მალე ღვინის ახალ ბრენდსაც გამოუშვებს.

ბრედთან და ანჯელინასთან დაახლოებული პირი ტაბლოიდებთან ამბობს, რომ მიუხედავად უთანხმოებებისა, მსახიობებმა გადაწყვიტეს ამ საქმისთვის ერთად ემუშავათ და მას “შვილებისთვის საჭირო ინვესტიციადაც” აფასებენ.