აშშ-ში ახალი ჩინური ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში ახალი ჩინური ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა: ინფირცირებული პაციენტი დაახლოებით 30 წლის კაცია, რომელიც ქალაქ ვუჰანიდან 15 იანვარს დაბრუნდა.

პაციენტი, ამჟამად, ვაშინგტონის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს – აცხადებს შტატების დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. 

სულ ჩინეთში ვირუსით დაავადების 217 და გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ამ დროისათვის ვირუსით დაავადების 4 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალი სახეობის ვირუსი, პირველად, 2019 წლის დეკემბრის მიწურულს, ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია.