ავსტრიის ქალაქ გრაცში, სადაც მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში, მამაკაცების ერთეულთა კატეგორიაში ისტორიული, ბრინჯაოს მედალი ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მოიპოვა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ამავე ჩემპიონატზე მე-14 ადგილზე ირაკლი მაისურაძე გავიდა.