Taste of Cinema-მ ია შუღლიაშვილი ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ სამსახიობო შემსრულებლად დაასახელა

ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კინოსაიტმა Taste of Cinema ქართველი მსახიობის, ია შუღლიაშვილის შესრულება ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმში “ჩემი ბედნიერი ოჯახი” დეკადის ათ ყველაზე დახვეწილ სამსახიობო შემსრულებელთა სიაში შეიყვანა. 

ია შურლიაშვილი მეექვსე ადგილზეა. ამავე სიაში ვხვდებით იზაბელ იუპერს, რომელიც მეცხრე ადგილს იკავებს, მეხუთე ადგილზეა ტიმოთი შალამეს პერსონაჟი ფილმიდან Call Me By Your Name.

მეოთხე ადგილს ლეგენდარული შარლოტა რემპლინგი იკავებს ფილმში 45 Years შესრულებული როლით, მეორე ადგილზეა ემანუელ რივა, პირველ ადგილზე კი ქეისი აფლეკი ფილმში Manchester by the Sea-ში შესრულებული როლით.