საფრანგეთმა კორონავირუსის ორი შემთხვევა დაადასტურა

საფრანგეთმა კორონავირუსის ორი შემთხვევა დაადასტურა. როგორც ირკვევა,  ერთი შემთხვევა პარიზში, მეორე კი ბორდოში დაფიქსირდა.

ჩინეთმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით 13 ქალაქში გადაადგილება მილიონობით ადამიანს აუკრძალა. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აცხადებს, ჯერჯერობით არ არსებობს განგაშის საფუძველი.