გაიცანით ძაღლი, რომელიც დისნეის პინცესას ჰგავს (ფოტოები)

ლეკვები იმდენად საყვარლები არიან, რომ ადამიანებს ისინი ერთი ნახვით უყვარდებათ, თუმცა, დღეს ერთ განსაკუთრებულ ცუგას გაგაცნობით, რომელიც ძალიან ჰგავს დისნეის ლამაზ პრინცესას. 

ვინის, კოკერ სპანიელის ჯიშის ძაღლს იმდენად ლამაზი თვალები აქვს, რომ მისი ფოტოები მთელ ინტერნერს ვირუსივით მოედო. 

ახალ დაბადებული ვინი 

ლეკვის განსაკუთრებული ვიზუალური მახასიათებლები მისი ზრდის პროცესში გამომჟღავნდა, როცა მას თვალები აეხილა და პატრონმა შეამჩნია, რომ მის ძაღლს განსაკუთრებულად ლამაზი მზერა ჰქონდა. 

ელიმ და ტომმა ვინის ფოტოების ინსტაგრამზე გამოქვეყნება მისი დაბადებისთანავე დაიწყეს, თუმცა, ასეთი პოპულარული ის არასდროს ყოფილა.

ვინის ინსტაგრამზე დღეს ასი ათასობით გამომწერი ჰყავს და ადამიანების ნაწილს უჭირს კიდევაც დაიჯერეს, რომ მას ასეთი ლამაზი თვალები აქვს.