კობი ბრაიანტთან ერთად ავიაკატასტროფაში მისი 13 წლის შვილიც დაიღუპა

ლეგენდარულ კალათბურთელთან, კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის შვილიც გარდაიცვალა. ინფორმაცია ლოს ანჯელესის პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა. 

41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

ბრაიანტი საკუთარ ვერტმფრენში მინიმუმ სამ სხვა ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. ამჟამად 5 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული.