Motorola Razr-ის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია.
2020 წლის 26 იანვრიდან, აშშ-ს მასშტაბით, ლეგენდარული მობილურის წინასწარი შეკვეთა დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ის მომხმარებლები, რომლებიც სმარტფონს წინასწარ შეუკვეთენ, 18 თებერვლიდან შეძლებენ მის მიღებას.
Motorola Razr-ის ფასი 1499 დოლარია.
Motorola-მ თავისი პირველი დრეკადი სმარტფონი RAZR 2019 წლის ნოემბერში წარმოადგინა. ამოწყობილობა გამოირჩევა კლასიკური დიზაინისა და ინოვაციური ეკრანის იდეალური შერწყმით. სმარტფონი აგებულია Snapdragon 710 პროცესორის და Adreno 616 გრაფიკული ჩიპის ბაზაზე. მას 6 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს.