Apple ახალ ბიუჯეტურ აიფონს გამოუშვებს

თებერვლიდან Apple-ის მწარმოებლები ახალი ბიუჯეტური iPhone-ების აწყობას დაიწყებენ.

ეს იქნება პირველი დაბალფასიანი აიფონი iPhone SE-ს შემდეგ. ვიზუალურად ის იქნება iPhone 8-ის მსგავსი და აღიჭურვება 4.7 ინჩიანი ეკრანით.

ახალ, ბიუჯეტურ სმარტფონს ეკრანში მოთავსებულ თითის ანაბეჭდის სენსორი არ ექნება. ასევე, როგორც ცნობილი ხდება, ბიუჯეტურ ვერსიას არ ექნება Face ID, თუმცა ექნება iPhone 11-ის ფლაგმანური პროცესორი.