კორონავირუსი ჩინური პროდუქციითა და გამოგზავნილი ამანათებით არ გადადის

ორშაბათს აშშ-ს ჯანდაცვის ოფიციალურმა წამომადგენლობამ განაცხადა, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ახალი კორონავირუსი იმპორტირებული საქონლით გადაეცემა.

“ძალიან დაბალია რისკი, რომ ახალი კორონავირუსი პროდუქციით, ან იმპორტირებული საქონლით გადადიოდეს ადამიანზე. ამის მიზეზია ვირუსის გადარჩენის უუნარობა მშრალ ზედაპირზე” – განაცხადა იმუნიზაციისა და რესპირატორულ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ნენსი მესონიერმა.

People wear masks in Beijing, China

კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი ადამიანებში მაქსიმუმ 14 დღემდე გრძელდება. უსიმპტომო პერიოდშიც, შესაძლოა, ადამიანმა ვირუსი სხვას გადასდოს, რადგან, როგორც ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, უხანის ვირუსი გადამდებია მაშინაც, როდესაც სიმპტომები გამოვლენილი ჯერ არ არის.

უახლესი ცნობებით, ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში (NIH) მკვლევართა ჯგუფმა ვუჰანის ვირუსის ვაქცინაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია.

მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ მითითებულ ბმულზე