სად შევიძინოთ ქართული წარმოების თავის მოვლის საშუალებები?

ევოლი

Image may contain: 1 person, food

ხელნაკეთი ორგანული საპონი ძვირფასი და ექსკლიუზიური მოვლის საშუალებაა, რომელიც არ შეიცავს ზედმეტ ქიმიურ დანამატებს და არ ავნებს თქვენს კანს.

ევოლიც ერთ-ერთი ქართული მაღაზიაა, რომელშიც თავის მოვლის საშუალებებს შეიძენთ. 

Image may contain: food

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ გამოვიყენოთ მხოლოდ საუკეთესო ნატურალური კომპონენტები იმისათვის, რომ შევქმნათ არა მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი, არამედ ასევე უსაფრთხო და საუკეთესო თვისებებით გაჯერებული პროდუქტი. ვიყენებთ მხოლოდ ნატურალურ საღებავეებს რომელიც არ გააღიზიანებს თქვენს კანს. ასევე ყველა ჩვენი პროდუქტი არ შეიცავს პალმის ცხიმს” – ვკითხულობთ “ევოლის” გვერდის აღწერაში. 

ეიფორია

No photo description available.

“ეიფორია” ქართული ბრენდია,რომელიც მომხმარებლებისთვის ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალურ, მცენარეულ ცხიმებზე დაფუძნებულ თავის მოვლის საშუალებებს და კოსმეტიკას ამზადებს ხელით.

Image may contain: 1 person

ბრენდი ამ ეტაპზე აწარმოებს აბაზანის ბურთულას, ხელნაკეთ საპნებს, ნატურალურ მცენარეულ ცხიმებსა და ზეთებს.

კაშკაში

Image may contain: food

“კაშკაში” ლაბორატორიული წესით წარმოებული, სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს მხოლოდ სერტიფიცირებული ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებულ, უნიკალური ფორმულებით შექმნილ ნაწარმს სთავაზობს. 

Image may contain: food

“ლუტეცია” კი, პირველი პარფიუმერული ქსელია, რომელიც 100-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან ერთად, თავის პორტფოლიოში ადგილობრივი წარმოების ნაწარმს დაამატებს.

ზერო ეფექტი

Image may contain: shoes

ნული ნარჩენი (zero waste) – ეს არის ფილოსოფია, რომელიც ხელს უწყობს რესურსების სასიცოცხლო ციკლის გარდაქმნას ისე, რომ თითქმის ნულამდე იქნას ნარჩენის რაოდენობა დაყვანილი.

Image may contain: food

ზერო ეფექტი – საქართველოში პირველი ნული ნარჩენის კონცეფციის სივრცეა, რომლის მიზანიც არის მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა და ქალაქების მსგავსად, საქართელოშიც მიეცეთ მაცხოვრებლებს საშუალება შეამცირონ ნეგატიური გავლენა გარემოზე, გაეცნონ ნული ნარჩენით ცხოვრების სტილსა და პლასტმასას გარემოსთან მეგობრულ ალტერნატივებს.

Image may contain: indoor

კომპანია ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს მოტივაციას დაამზადონ გარემოსთან მეგობრული პროდუქცია, შემდეგ კი განათავსონ ზერო ეფექტის სივრცეში.