ვანესა ბრაიანტის პირველი განცხადება ქმრისა და შვილის დაღუპვის შემდეგ

ვანესა ბრაიანტმა პირველი საჯარო განცხადება გააკეთა კობის ბრაიანტისა და შვილის, ჯიანას ბრაინატის გარდაცვალების შემდეგ. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ რთულ პერიოდში მის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ოთხშაბათს საღამოს ვანესამ ინტაგრამ გვედზე დაწერა, რომ სიტყვები ვერ აღწერს მის ტკივილს, თუმცა უხარია, რომ კობი და ჯიანა ამდენ ადამიანს ასე ძლიერ უყვარდა. 

“ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ. ვისურვებდი, სამუდამოდ ჩვენთან დარჩენილიყვნენ.” – წერია გამოქვეყნებულ პოსტში. მისი თქმით, რთულია კობისა და ჯიანას გარეშე მომავლის წარმოდგენა. 

vanessa bryant-ის სურათის შედეგი

41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ლეგენდარულ კალათბურთელთან, კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის შვილიც გარდაიცვალა.