2 წლის ანიტა, რომლის დაავადებასთან ბრძოლაშიც თითქმის მთელი საზოგადოება გაერთიანდა დღეს, 31 იანვარს გარდაიცვალა.
რამდენიმე თვის წინ ანიტას დილატაციური კარდიომიოპათიის დიაგნოზი დაუსვეს. მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა გულის ტრანსპლანტაცია.
გადაუდებელი ოპერაცია ინდოეთში იგეგმებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, დონორის დროულად აღმოჩენა ვერ მოხერხდა.