Beauty Box-ების გამომწერთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. სილამაზის ყუთების მთავარი საიდუმლო მათ პრაქტიკულობაშია. რამდენიმე ძვირად ღირებული ნივთი ერთ ყუთშია მოთავსებული, Box-ის ფასი კი საკმაოდ მცირეა.
გთავაზობთ 5 სილამაზის ყუთს, რომელიც, ვფიქრობთ, რომ დაგაინტერესებთ:
ipsy
ipsy 5 პროდუქტისგან შემდგარი სილამაზის ყუთია, რომლის გამოწერაც თვეში ერთხელაა შესაძლებელი. გამოწერა თვეში 12 დოლარად შეგიძლიათ. მთავარია, შეავსოთ კითხვარი, თქვენთვის შესაფერის ყუთს კი სულ მალე მოგიტანენ სახლში.
boxycharm
თუ კი Boxy Charm-ის გამომწერი გახდებით, ყოველთვიურად, მაკიაჟისა და თავის მოვლის საშუალებებიდან 4 ან 5 სრული ზომის პროდუქტს მიიღებთ. ფასი 25 დოლარია, თუმცა ყოველი თვის ყუთში გაცილებით მეტი თანხის პროდუქტებია მოთავსებული.
Glambox
Glambox Facebook ჯგუფ Glam Factory-ის დამფუძნებლის, მარიამ კვაშილავას სილამაზის ყუთია. ჯერჯერობით ის მხოლოდ ერთხელ, ზამთარში გამოვიდა. ყუთში 25 პროდუქტი იყო მოთავსებული და ბოქსის ღირებულება 150 ლარს შეადგენდა. გლემ ბოქსი სეზონური ყუთია.
Therabox
Therabox-ი ყველა იმ ნივთს აერთიანებს, რომელიც განტვირთვისთვის და დასვენებისთვის გესაჭიროებათ. სურნელოვანი სანთლები, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული ნივთები, ნიღბები და ა.შ
Beauty and the box
Beauty and the box დიზაინერ თეონა თავართქილაძის მიერ შექმნილი ნაკრებია, რომლის გამოწერაც ქართველ მომხმარებელს თვეში ერთხელ შეუძლია. ყოველი თვის ყუთში პატარა ჟურნალს შეხვდებით, რომელშიც დეტალურად გაეცნობით ინფორმაციას პროდუქციის შესახებ. ყუთის გამოწერა თვეში 30 ლარად არის შესაძლებელი.