Facebook კორონავირუსზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას წაშლის

Facebook-ის ფაქტჩეკერები გამოავლენენ პლატფორმაზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით და მათ წაშლიან – ამის შესახებ განცხადება კომპანიის მხრიდან გაკეთდა. Facebook იმავე პოლიტიკას გაატარებს ინსტაგრამზეც.  როგორც ჩანს, კომპანია აქტიურად იწყებს კორონავირუსის შესახებ აგორებული ცრუ ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლას. 

რაც შეეხება კორონავირუსს, უახლესი ცნობებით, ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში (NIH) მკვლევართა ჯგუფმა ვუჰანის ვირუსის ვაქცინაზე მუშაობა უკვე დაიწყო.