ბრიტანელმა მაშველებმა გადაარჩინეს ბუ, რომელიც იმიტომ ვერ დაფრინავდა, რომ ზედმეტად მსუქანი იყო.
ბუ ორმოში ჩავარდნილი იპოვეს, თუმცა, მოგვიანებით ვერეტინარულ კლინიკაში გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ფრინველს ჯანმრთელობის არანაირი სხვა სერიოზული დაზიანება არ ჰქონდა.
ის იმაზე სამჯერ მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჯანმრთელი მდედრი ბუ.
ფრინველი სასწრაფოდ დიეტაზე დასვეს. წონის დაკლების შემდეგ კი ბუნებრივ პირობებში უვნებლად დააბრუნეს.