რეჟისორი ზაზა ხალვაში გარდაიცვალა

62 წლის ასაკში, რეჟისორი ზაზა ხალვაში გარდაიცვალა. რეჟისორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

ზაზა ხალვაში რამდენიმე ცნობილი ფილმისა და სერიალის რეჟისორია, მათ შორის ყველაზე პოპულარულია “ნამე”.

“ნამეს” გარდა, ზაზა ხალვაში არის ავტორი ფილმებისა “ჟამი”, “აქ, ჩვენთან”, “მიზერერე” და სხვა.

ზაზა ხალვაშის ფილმები ასევე ნაჩვენებია ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.