ფოტოხაფანგმა ჯავახეთში გადაშენების პირას მყოფი ევრაზიული ფოცხვერი დააფიქსირა

ევრაზიული ფოცხვერის ეს იშვიათი კადრი ფოტოხაფანგმა რამდენიმე დღის წინ ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, კერძოდ კი თეთრობის აღკვეთილში დააფიქსირა.

ევრაზიული ფოხვერი (Lynx lynx) საქართველოს მოქმედ “წითელ ნუსხაში” გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსით შედის.

ევრაზიული ფოცხვერი ჩრდილოეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბინადრობს, ისევე როგორც ციმბირში, ტიბეტის პლატოსა და ჰიმალაის მთებში.