Emoji-ები, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდეთ

Unicode Consortium-მა emoji-ის ახალი, 2020 წლის ნაკრები წარმოადგინა, რომელიც 117 ახალი სიმბოლოსაგან შედგება.

სიმბოლოები Emoji 13.0 ვერსიის გამოსვლასთან ერთად გააქტიურდება. ახალი კოლექცია ადამიანის უფლებების, თანაწორობის და გენდერული იდენტობის მხარდაჭერის იდეაზეა შექმნილი.

სიმბოლოები გენდერისა და კანის ფერის სხვადასხვა ვერსიას სთავაზობს მომხმარებლებს. გარდა ამისა, კოლექცია უწინდელთან შედარებით, მეტად  მრავალფეროვანი ემოციების გამომხატველია.