ფინეთში მამებს დეკრეტული შვებულებისას დედების მსგავსი ანაზღაურება ექნებათ

ფინეთის მთავრობა ახალი ინიციატივით გამოდის: მამებს დეკრეტული შვებულებისას დედების მსგავსი ანაზღაურება ექნებათ. 

BBC-ის ინფორმაციით, მამებს დეკრეტული შვებულებისას იმავე ოდენობის ანაზღაურებას შესთავაზებენ, რაც ამ დროისთვის ქვეყანაში დედებისთვის არის გათვალისწინებული.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, მთავრობაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შობადობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

როგორც UNICEF-ის მოხსნებაში წერია, შვედეთი, ნორვეგია, ისლანდია, ესტონეთი და პორტუგალია საუკეთესო პოლიტიკას ატარებენ ოჯახების დაგეგმვარება – ხელშეწყობის მიმართულებით. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დეკემბერში ფინეთის მთავრობა შეიცვალა. ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს.