ჰოლივუდის ოქროს ხანის ლეგენდარული მსახიობი კირკ დაგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დაგლასის გარდაცვალების შესახებ ინსტაგრამზე მისმა შვილმა, მსახიობმა მაიკლ დაგლასმა დაწერა.
“მე და ჩემმა ძმებმა დიდი მწუხარებით გვინდა გაცნობოთ, რომ დღეს კირკ დაგლასმა დაგვტოვა 103 წლის ასაკში”, – წერს მაიკლ დაგლასი.
დაგლასის გამოხმაურებას ინსტაგრამზე გამოეხმაურა მისი რძალი, ოსკაროსანი მსახიობი კეტრინ ზეტა ჯონსი.