5 რჩევა, თუ როგორ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით

ჯანსაღი ცხოვრების წესი ­ეს არის ფიზიკური ვარჯიში, დაბალანსებული კვება, სტრესთან გამკლავება.

ამ ყველაფერზე ზრუნვა კი ყოველდღიური ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ, რათა ვიყოთ ემოციურად და ფიზიკურად ჯანმრთელნი.

ჯანსაღი ცხოვრების წესი პირდაპირ აისახება თქვენს ცხოვრებაზე და დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებით.

გთავაზობთ 5 რჩევას ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის. 

1. კვება

აუცილებლად უნდა იკვებოთ ჯანსაღად, რაც გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, გემრიელ და სასარგებლო კერძებს. ეცადეთ ნაკლებად კალორიული და ცხიმიანი საკვები მიიღოთ. უმჯობესია მეტი ხილი და ბოსტნეული.

2. მოძრაობა

ფიზიკურად აქტიური ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.  ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუთმოთ უმოქმედობას და მეტი მოძრაობას. შეგიძლიათ დილაობით ირბინოთ, ისეირნოთ, სპორტ დარბაზში დაიწყოთ სიარული ან სხვა სპორტით  დაკავდეთ. ამით შეამცირებთ სტრესს და მალევე იგრძნობთ, რომ ბევრად ენერგიული გახდით.

3. ალკოჰოლი

ეცადეთ მაქსიმალურად შეამციროთ ალკოჰოლი თქვენს რაციონში. ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება აქვეითებს ტვინის აქტივობას და ასევე ამძაფრებს დეპრესიულ მოვლენებს . თუ სურთ, რომ იცხოვროთ ჯანმრთელად, ნუ იქნებით ალკოჰოლზე დამოკიდებულები.

4. თამბაქო

მოწევა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ორი სრულიად განსხვავებული და ურთიერთსაპირისპირო რამაა. ის, რომ თამბაქო ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან საზიანოა და ძალიან ბევრ დაავადებას იწვევს, ახალი ამბავი სულაც არ არის. მოწევა ასევე იწვევს ნაადრევ სიბერეს და დაღლილობას. ასე, რომ თუ ხართ თამბაქოს მომხმარებლები, მასზე უარის თქმა ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად პირველ და ძალიან დიდ ნაბიჯად ჩაგეთვლებათ.

5. ძილი

ძილის უკმარისობა შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. სისტემატიურად გამოუძინებელი ადამიანები ხშირად უჩივიან დაღლილობას, დეპრესიას, გაფანტულობას, ყურადღების დეფიციტს, გაღიზიანებადობას. ძილის დეფიციტი კი ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზი არის. ბავშვებსა და მოზარდებს 9-11 საათი უნდა ეძინოთ, 20-დან 50 წლამდე ადამიანებს 8 საათი, 50 წლიდან ზევით კი 6-7 საათიანი ძილიც საკმარისია.