ტრეილერი: უეს ანდერსონის ახალი ფილმი შალამეს, სვინტონის და ბილ მიურეის მონაწილეობით

The French Dispatch – ასე ჰქვია უეს ანდერსონის ახალ ფილმს, რომლის პრემიერაც დიდი ალბათობით მაისში, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. 

ფილმის პირველი ტრეილერი რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

ტრადიციულად, ისევე როგორც უეს ანდერსონის სხვა ფილმებში, სამსახიობო შემადგენლობა აქაც ვარსკვლავურია. კინოსურათში ვიხილავთ ტილდა სვინტონს, ფრენსის მაკდორმანდს, ბილ მიურეის, ტიმოთი შალამეს, სირშა რონანს, ედრიენ ბროდის, ელიზაბეტ მოსს, ლეა სედუსა და ბენისიო დელ ტოროს.

 სიუჟეტი გამოგონილ ფრანგულ ქალაქში განვითარდება და სამი სხვადასხვა ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.