ისტორიაში პირველად, საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია ბოკუს დ’ორ ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე წარდგება. თავდაპირველად ინფორმაცია ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.
Bocuse d’Or-ის ევროპის კონტინენტურ კონკურსს 2020 წლის 28 და 29 მაისს ტალინი უმასპინძლებს.
გასტრონომიული გამოფენა საკუ არენაზე შეკრებილ, სფეროს წამყვან პროფესიონალებსა და ბრენდებთან ერთად, 20 ქვეყანა დინამიურ და სანახაობრივ ჩემპიონატში 2 დღის განმავლობაში დაუპირისპირდება ერთმანეთს.
ბოკუს დ’ორი, 30-წლიანი ისტორიის მქონე, რევოლუციური და ყველაზე პრესტიჟული კულინარიული ჩემპიონატია, რომელიც მსოფლიოს ოთხივე კონტინენტიდან, ახალგაზრდა და ნიჭიერ შეფ-მზარეულებს აერთიანებს.
საქართველოს გუნდის სახელით, ჩემპტიონატზე ქვეყანას წარადგენენ, პირველი ბოკუს დ’ორ საქართველოს გამარჯვებული ერიკ სარქისიანი, ბოკუს დ’ორ საქართველოსა პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გუნდის მწვრთელი ლუკა ნაჭყებია და დამხმარე მზარეულის ამპულაში – ლუკა ხინკალაძე.