ბილი აილიშმა ჯეიმს ბონდის ახალი საუნდტრეკი Youtube-ზე გამოაქვეყნა

ექვსი ემის მფლობელმა, 18 წლის ბილი აილიშმა ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის No Time To Die-ს საუნდტრეკი გაავრცელა. ჯეიმს ბონდზე უკვე 50 წელია, რაც ფილმებს იღებენ, ბილი აილიში კი ყველაზე ახალგაზრდა მომღერალია, რომელმაც მისთვის სიმღერა შეასრულა.

ჯეიმს ბონდის თითოეულ ნაწილს თავისი უნიკალური, თემატური სიმღერა აქვს.

ფილმის სხვადასხვა ნაწილისთვის სიმღერა შეუსრულებიათ ისეთ მომღერლებს, როგორებიც არიან ტომ ჯონსი, ლუი არმსტრონგი, პოლ მაკარტნი, სემ სმიტი, ადელი და სხვები.