ვალენტინობის საჩუქარი ბენქსისგან — გოგონა შურდულით

ცნობილმა ანონიმურმა მხატვარმა ბენქსიმ ბრისტოლს ვალენტინობაზე საჩუქარი გაუკეთა და ერთ-ერთ რაიონში,შენობის კედელზე ახალი გრაფიტი დახატა, რომელზეც გოგონა შურდულით ხელში კედელს ყვავილებს ესვრის.

შენობის მესაკუთრის, კელი ვუდრაფის განცხადებით, ის ძალიან ბედნიერია, რომ ბენქსიმ თავისი ნახატისთვის სწორედ ამ შენობის კედელი აირჩია.

„”ლიან გვიყვარს ბენქსის ნამუშევრები. როდესაც გავიგეთ, რომ მან ერთ-ერთი ჩვენი შენობის კედელზე გრაფიტი დახატა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა”, – ამბობს კელი ვუდრაფი.