12 ორიგინალური საჩუქრის იდეა ვალენტინობის დღისთვის

ხშირად ვიმეორებთ, რომ ყველა დღე სიყვარულისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ვალენტინობას მაინც განსაკუთრებულად ველოდებით და  აღვნიშნავთ. 

დღეს 14 თებერვალია, ანუ მსოფლიოში ადამიანები სიყვარულის დღეს აღნიშნავენ. 

თუ ვალენტინობისთვის ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარი, მაშინ იცოდეთ, რომ ქართული, ორიგინალური სასაჩუქრე იდეები ბევრია! 

გადავწყვიტეთ თქვენთვის 12 ორიგინალური საჩუქრის იდეა შემოგვეთავაზებინა ამ დღესთან დაკავშირებით. 

რა უნდა აჩუქოთ საყვარელ ადამიანს – თავად უნდა იცოდეთ. ხოლო, სად უნდა მოიძიოთ ისინი – ამას ჩვენ გეტყვით.

1.

პირველი ჩვენს სიაში, რა თქმა უნდა, სარაჯიშვილია. სარაჯიშვილი განსაკუთრებული დღეების აღსანიშნად #საუკეთესოსაჩუქარია. 

14 თებერვალს საყვარელ ადამიანს (ან სულაც საკუთარ თავს) შეგიძლიათ «სახელობითი Silver» ან «სახელობითი Gold» აჩუქოთ.

გამორჩეული ხასიათის ბრენდი, პერსონალური ეტიკეტი და თქვენ მიერ შერჩეული დიზაინი ერთ ჩვეულებრივ დღეს დღესასწაულად აქცევს.

2.

შოკოლადი, გემრიელი სასუსნავები და ტკბილეულობა საუკეთესო საჩუქარია წლის ნებისმიერ დროს. 

“შიკოლი”  ვალენტინობის დღისთვის გთავაზობთ ხელნაკეთი, საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტებით შექმნილი შოკოლადის მცირე კოლექციას. 

3.

LoveStars სიყვარულით შექმნილი ქართული ბრენდია. ვარსკვლავები, სადა ფერები და ორიგინალური დიზაინი კი ამ ბრენდის მთავარი ნიშაა. 

ბრენდი გთავაზობთ, როგორც ფეხსაცმელებს, ასევე ტანსაცმელს.

4.

Image may contain: 1 person, food

ხელნაკეთი ორგანული საპონი ძვირფასი და ექსკლიუზიური მოვლის საშუალებაა, რომელიც არ შეიცავს ზედმეტ ქიმიურ დანამატებს და არ ავნებს თქვენს კანს.

“ევოლი” ქართული ბრენდია,რომელიც მომხმარებლებისთვის ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალურ, მცენარეულ ცხიმებზე დაფუძნებულ თავის მოვლის საშუალებებს

5.

Gift Box-ები  ბოლო დროს უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 

თუ ვალენტინობისთვის საჩუქარი ჯერ კიდევ ვერ შეარჩიეთ, TheShop-ის მიერ შემოთავაზებული სასაჩუქრე ყუთი ნამდვილად ღირსეული არჩევანი იქნება თქვენი საყვარელი ადამიანისთვის.

6.

მაღაზია დალოოდი, ტანსაცმლის ხაზთან ერთად, აერთიანებს სხვადასხვა არტისტებთან და ბრენდებთან კოლაბორაციით შექმნილ ნივთებს და ნამუშევრებს.

No photo description available.

შემოქმედებითი გუნდის მიერ შერჩეული, ქართული წარმოების ტანსაცმლის, ან ნივთის ჩუქება კი კარგი იდეაა. 

7.

Beauty Box-ების გამომწერთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. სილამაზის ყუთების მთავარი საიდუმლო მათ პრაქტიკულობაშია. რამდენიმე ძვირად ღირებული ნივთი ერთ ყუთშია მოთავსებული, Box-ის ფასი კი საკმაოდ მცირეა.

No photo description available.

Beauty and the box დიზაინერ თეონა თავართქილაძის მიერ შექმნილი ნაკრებია, რომლის გამოწერაც ქართველ მომხმარებელს თვეში ერთხელ შეუძლია. 

სპეციალურად 14 თებერვლისთვის დიზაინერმა ახალი, ლიმიტირებული რაოდენობის ბოქსი შექმნა მამაკაცებისთვის – “Beauty and the Box X AAA Foundation – სიყვარულის დღისთვის შექმნილი Limited Edition For Him.”

8.

3Kauli ონლაინ სახელოსნოა საქართველოში. აქ შეგიძლიათ ორიგინალური დიზაინის, ლამაზი და თქვენი გემოვნებით შერჩეული სამკაული შეიძინოთ.

9.

ლიმიტირებული ოდენობის პოსტერები და თქვენი საყვარელი ხელოვნების ნიმუშები ASTEROID B612-ში შეგიძლიათ შეიძინოთ.

ხელოვნების ნიმუში ვალენტინობისთვის საუკეთესო საჩუქარია!

10.

თუ 14 თებერვლის სახლში, მეგობრების გარემოცვაში გატარებას გადაწყვეტთ ჩვენი რჩევაა, სამაგიდო თამაში “Gorgasali Battle Royale” შეიძინოთ.

„Gorgasali Battle Royale“-ი არის სამაგიდო თამაში, რომელიც შექმნილია ე.წ, “Battle Royale”-ის მექანიკაზე, რაც გულისხმობს პრინციპს, სადაც მონაწილეები იბრძვიან ერთმანეთში, სანამ არ გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. 

11.

MUZARADI ქართული ბრენდია, რომელიც ქეთევან ხერხეულიძემ შექმნა. მუზარადი, რომელსაც ისტორიულად დამცველობითი ფუნქცია გააჩნდა, ძირითადად, ბრძოლასთან ასოცირდებოდა, თუმცა თანამედროვე ქართულმა ბრენდმა ეს აღქმა შეცვალა და დღეს MUZARADI სიმშვიდის, ჰარმონიისა და სიყვარულის სიმბოლოა. 

მნიშვნელოვანია აღნიშვნაც, რომ  MUZARADI-ის კოლექცია თბილისში იწარმოება და პროდუქტი, რომელსაც MUZARADI ქმნის, Unisex-ია.

ასე რომ, ნებისმიერი ადამიანისთვის ამ ქართული ბრენდის პროდუქცია საუკეთესო საჩუქარია. 

12.

თუ მეგობრისთვის, ან საკუთარი თავისთვის კარგ საჩუქარს ეძებთ ჩვენ გირჩევთ Idée fixe-ს.  Idée fixe სამი ახალგაზრდა ქართველი ქალის მიერ შექმნილი მინიმალისტური დიზაინის მქონე ფეხსაცმელების ბრენდია. 

“ჩვენ სამი გოგონა ვართ თბილისიდან, საქართველოდან და დავიწყეთ ეს პროექტი უმარტივესი იდეით, რომ გვინდოდა ისეთი ფეხსაცმელი შეგვექმნა, რომელსაც თვითონ  ჩავიცვამდით.”

საბოლოოდ, ნებისმიერი საჩუქარი, რომელსაც სიყვარულით და გულისყურით შეარჩევთ, აუცილებლად გაახარებს თქვენს საყვარელ ადამიანს.