ადელმა მეგობრის ქორწილში იმღერა და ახალი ალბომი დააანონსა

ადელის ბოლო ალბომი სახელწოდებით “25” 2015 წელს გამოვიდა და ზუსტად 5 წელია მისი ფანები მომღერლის ახალ ალბომს უშედეგოდ ელიან. თუმცა, შეუდარებელმა მუსიკოსმა, როგორც იქნა საშველი დაადგა და ახალი ალბომიც დააანონსა. 

25-ის შემდეგ მის ახალ ალბომს “30” ერქმევა და ის უკვე მზად არის, რომ დღის სინათლე იხილოს.

ახალი ალბომი ადელმა თავისი მეგობრის ქორწილში სიმღერის დაწყებამდე დააანონსა და თქვა, რომ ის ამ წლის სექტემბერში გამოვა.