მწვანე ბარათი — თუმანიშვილის თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერა იგეგმება

თუმანიშვილის თეატრში, აპრილის თვეში, ახალი სპექტაკლის პრემიერა იგეგმება. სპექტაკლი ამერიკაში ემიგრაციის თემას ეხება და “მწვანე ბარათი” ჰქვია.  პროექტი სოციალური ხასიათისაა და მისი მიზანია საქართველოდან მასიური ემიგრაციის შემცირება.

მუსიკალური სპექტაკლი გაჯერებულია ქართული ნაციონალური ცეკვებით, სიმღერით და კოსტუმებით.

“მწვანე ბარათი” ტრაგიკომიკური ჟანრისაა და აშუქებს ყველა იმ პრობლემას, რომელსაც ქართული ემიგრაცია აწყდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ამასთანავე, სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე წარმატებული ქართველი ემიგრანტების ბიოგრაფიები, როგორიცაა ბალანჩინი, ლექსო თორაძე, ეთერ ჭკადუა და ა.შ.

სპექტაკლის პიესა ნინო სადღობელაშვილს ეკუთვნის, რეჟისორი კი გიორგი სიხარულიძეა. 

“მწვანე ბარათში” მთავარ როლებს ნინელი ჭანკვეტაძე, მზია არაბული, ირინა გიუნაშვილი, ეკა ანდრონიკაშვილი, გია აბესალაშვილი, გუგა კახიანი, ვანო თარხნიშვილი და ბექა ჯუმუტია ასრულებენ.