Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი გლობალურ დათბობასთან საბრძოლველად სპეციალურ ფონდს ქმნის. ინფორმაცია ამის შესახებ მილიარდერმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.
ფონდს ბეზოსი $10 მილიარდით დააფინანსებს. თანხას მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეკოაქტივისტები მიიღებენ, რომლებიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იბრძვიან.