ილონ მასკმა დედამიწის ორბიტაზე 60 ახალი თანამგზავრი გაუშვა

ილონ მასკის SpaceX-მა კოსმოსში 60 ახალი თანამგზავრი გაუშვა.

ამით პროექტ Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე გაყვანილი მიკროსატელიტების რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა.

რაკეტა-მატარებელი Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან აფრინდა და თანამგზავრები პლანეტის დაბალ ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა.

ილონ მასკის კომპანიის ამოცანა დედამიწის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნაა, რომლის დანიშნულებაც პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა იქნება.