კორონავირუსის გამო Chanel-მა და Prada-მ ჩინეთსა და იაპონიაში ჩვენებები გააუქმეს

Chanel-მა და Prada-მ კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთსა და იაპონიაში ჩვენებები გააუქმეს. ბრენდების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩვენება სავარაუდოდ 2020 წლის მაისში გაიმართება.  

მოდის სახლები შეშფოთებული არიან კორონავირუსის საფრთხის გამო თუმცა აზიაში გაზაფხულზე შოუს გამართვაზე უარს მაინც არ იტყვიან, თუ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული. 

ბოლო მონაცემებით კორონავირუსმა ჩინეთში კიდევ 136 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 2011-მდე გაიზარდა, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 75 215 აჭარბებს.