ოზი ოსბორნმა პარკინსონის დაავადების გამო ტურნე გააუქმა

მომღერალმა ოზი ოსბორნმა ჩრდილოამერიკული ტურნე პარკინსონის დაავადების გამო გააუქმა.

71 წლის როკ-მომღერალს პარკინსონის დაავადება ერთი თვის წინ დაუდგინეს, მიმდინარე წლის აპრილში კი ის სამკურნალოდ შვეიცარიაში გაემგზავრება. 

“სამწუხაროდ, აპრილამდე შვეიცარიაში ვერ გავემგზავრები, მკურნალობა კი 6-8 კვირა გრძელდება. არ მინდა ტურნეს დაწყება, თუ შესაძლებელია, რომ მერე მისი ნაადრევად დასრულება მომიწიოს. ეს მსმენელების მიმართ უსამართლო იქნებოდა” – ამბობს ოზი ოსბორნმა.