საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაადასტურა.

“ცოტა ხნის წინ ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში გუშინ შემოვიდა ირანიდან. ის გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში”, — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს საქართველოს სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია.