Facebook-ზე ხმოვანი ჩანაწერებით თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი

ფეისბუქი მომხმარებლებს ხმოვანი ჩანაწერებით თანხის გამომუშავებას სთავაზობს. კომპანია გარკვეულ თანხას გადაუხდის იმ ადამიანებს, რომელთა ხმის ჩანაწერებსაც საუბრის ამომცნობი ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ.

Facebook-ის ბაზრის კვლევების აპლიკაცია Viewpoints.

მსურველებს საკუთარი ხმის ჩაწერა ბაზრის კვლევის აპლიკაცია Viewpoints-ის ახალი პროგრამის, Pronunciations-ის საშუალებით შეეძლებათ.

ახალ პროგრამაში მონაწილეობის მიღება 18 წელზე უფროსი ასაკის აშშ-ის იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებსაც ფეისბუქზე 75-ზე მეტი მეგობარი ჰყავთ.